სიახლეები

 

ქარიშხლით დაზიანებულ სახლებს გადახურავენ

09.03.10  |  13:15

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – კობა სუბელიანი ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ობიექტის გადახურვის სამუშაოებს დაესწრო. შატილის ქუჩის 3 ნომერში მდებარე შენობაში სულ 14 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გადახურვის სამუშაოებში ისინი ტავადაც მონაწილეობენ—ყოველი ოჯახიდან  თითო ადამიანია დასაქმებული. სახურავების აღდგენის შემდეგ დევნილებს  ბინის ფართები დაუკანონდებათ.