ჩვენს შესახებ
დამოუკიდებელი კერძო ტელეკომპანია “საქართველო” პირველად ეთერში 2007 წლის 1 სექტემბერს გავიდა. ტელეკომპანია 33-ე დეციმეტრულ დიაპაზონზე მაუწყებლობს.
2007 წლის აპრილიდან ტელეკომპანია “საქართველო” “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს.
ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადებულ გადაცემებს ეთმობა.